ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეთორმეტე ტურის შეხვედრები სრულდება.

გრანადაში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ" გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

FLASHSCORE-ს შეფასებით, გიორგი ქოჩორაშვილი ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.

„გრანადა" - „ლევანტე" 1:2(0:2)
გოლები: 18' გიორგი ქოჩორაშვილი 0:1, 31' პაბლო მარტინესი 0:2, 58' რიკარდ სანჩესი 1:2