ასე ეხმაურება გიორგი არველაძე მაროკო-საქართველოს გუშინდელ თამაშს.
 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა თერთმეტმატჩიანი წაუგებელი სერია მაროკოსთან მატჩში შეწყდა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მაროკოელებთან ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 დამარცხდა.

პირველი ნახევრის 29-ე წუთზე მაროკოელთა თავდამსხმელმა ჰაქიმ ზიეშმა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა საქართველოს ნაკრების კაპიტნის და ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენ (101 მატჩი) გურამ კაშიას არაზუსტი გადაცემა, ორი ნაბიჯით წაიწია წინ და მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილი საჯარიმო მოედნის წინ იმყოფებოდა, ძლიერად დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით. ბურთმა თავზე გადაუფრინა საქართველოს ნაკრების მეკარეს და კარის ბადეში გაეხვა.