"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გადაცემაში "რეაქცია" აცხადებს რომ უცხოეთში იმ ბიზნესმენების ლობირებისთვის იყო ჩასული, რომელიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდეს.

მამუკა ხაზარაძე: "მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, აშშ-ში რომ ვიღაცა დაასანქცირდეს, ამას არც ვიკადრებ, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი  იმ ბიზნესს სტრუქტურებს, კონკრეტულ პიროვნებებს კი არა, რომ გადარჩნენ, ჩვენ ახლა განპირობებულად ვლაპარაკობ" 

გადაცემა "რეაქციის" წამყვანი:  იმ ბიზნესებს, რომელიც შეიძლება იმ სიაში იყოს? 

მამუკა ხაზარაძე: " დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან... ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, რომ შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ... ათასობით ადამიანი მუშაობს. იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დაასანქცირებ არ მინდა,  მაგრამ, ისე  არ უნდა მოხდეს, რომ  კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა..."