ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა.



პირველი სამუშაო შეხვედრა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოს პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში, ტოკიოში პირველი შეხვედრები გავმართეთ.
იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოს პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა და იაპონიაში ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის შესაძლებლობები.
მადლობას ვუხდი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას ვიზიტის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის." - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.