ბათუმში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"თავისუფლება მზია ამაღლობელს და პოლიტპატიმრებს“, – ამ შინაარსის მოწოდებებით მართავენ აქციას ბათუმის სტადიონთან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის ე.წ. ზებრაზე მოძრაობენ და გამვლელ მძღოლებს ბანერებს აჩვენებენ. აქციაზე ისმის მოწოდებები მეგაფონებისა და საყვირების საშუალებით.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.