სამგორის დასახლებაში, ლილოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ავტომანქანაში კაცი ჩაცხრილეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.