ჩინეთში, მეორე დღეა კუნგფუს მე-9 მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 53 ქვეყნის 800 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს უშუს ნაკრები გუნდი - მთავარი მწვრთნელი, გიორგი ვერულიძე.
ნაკრებში ირიცხება 3 ფოთელი სპორტსმენი ( პირადი მწვრთნელი ვასილ დუნდუა), რომლებმაც საქართველოს ნაკრებს შემატეს:
სოფიკო აფხაზავა - 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი.
მაკა გაბესკირია - 1 ოქროს მედალი.
მარიამ არზიანი - 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.
მაკა გაბისკირია ხვალ აგრძელებს გამოსვლას.
აღსანიშნავია, რომ სოფიკო აფხაზავა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა.