პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

მეოთხედფინალში წინა ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, ახალი ზელანდია მოულოდნელად დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან, გუნდთან, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე მან 17:5 სძლია, ირლანდიამ კი 10:5 და რომელიც პლეი-ოფში მოხვდა როგორც მეორე საუკეთესო მესამეადგილოსანი. 

პირველ ტაიმის საწყის წუთებში სამხრეთაფრიკელები 14:0 დაწინაურდნენ და ახალზელანდიელებმა მხოლოდ ტაიმის ბოლოს შეძლეს ანგარიშში სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება. მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკამ კარგად დაიცვა თავი და ოლიმპიური ოქროს ერთ-ერთი ფავორიტს მედლებისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა.

კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა არგენტინის და საფრანგეთის გუნდების შეხვედრაში. ფავორიტად მიჩნეულმა არგენტინა შეხვედრა 14:26 წააგო.

კვლავ არ გაუმართლა ირლანდიის ნაკრებს, რომელმაც ჯგუფში შეხვედრა ახალ ზელანდიასთან 12:0-ის შემდეგ 12:14 წააგო. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ფიჯის ნაკრებთან შეხვედრაში უკვე 30 წამზე ჩამორჩა მაგრამ პირველი ტაიმი 10:7 მოიგო, მეორე ტაიმში კი 15:7 დაწინაურდა. ფიჯელებმა სწრაფად შეამცირეს ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე, შემდეგ კი, ირლანდიელ მიმომხილველთა აზრით, მეტად საკამათო ლელო-გარდასახვით, შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება შეძლეს.

კიდევ ერთ მეოთხედფინალში ავსტრალიამ აშშ დაამარცხა.

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 14:7
საფრანგეთი - არგენტინა 26:14
ფიჯი - ირლანდია 19:15
ავსტრალია - აშშ 18:0

ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს შეხვდება, ფიჯი კი ავსტრალიას