საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. 

საზარელი ტრაგედია დატრიალდა მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და იზიარებს თურქი ხალხის გულისტკივილს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კავშირზეა თურქეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებთან, ქართულ კლუბებთან და მსაჯებთან, რომლებიც ამჯერად საწვრთნელ პროცესს თურქეთში გადიან. საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა.

კიდევ ერთხელ გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ მეზობელი ქვეყნის მთელ მოსახლეობას და კოლეგებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაში. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.