ლიმასოლში დასრულდა C ჯგუფის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები.
ევროპის მოქმედ ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ბოლოსწინა ტურში იტალიასთან დამარცხდა და ბოლო ტურის წინ მეტად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.
იტალია - ესპანეთი 67:63 (10:18,20:18,19:11,18:16)
4 სექტემბერს საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინას ხვდება, იტალია, რომელმაც პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდა - კვიპროსს ხვდება, ხოლო საბერძნეთი, რომელმაც ასევე გაინაღდა პლეი-ოფში გასვლა, ესპანეთს ეთამაშება.
იმ შემთხვევაში, თუ ბოსნიელები ქართველებს მოუგებენ, ხოლო ესპანელები ბერძნებთან დამარცხდებიან, ჯგუფიდან ბერძნები, იტალიელები, ბოსნიელები და ქართველები გავლენ, ესპანეთი კი ასპარეზობას დაასრულებს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ბოსნიას მოუგებს, ხოლო საბერძნეთი ესპანეთს, ჯგუფიდან საბერძნეთი, იტალია, საქართველო და ესპანეთი გავლენ.
საქართველოს და ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველო გავლენ.
საქართველოს დამარცხების და ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან იტალიელები (ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში მათი კვიპროსელებთან გამარჯვებაა ნაგულისხმები), ესპანელები, ბერზნები და ბოსნიელები გადიან.