სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვების აღსანიშნავ ოფიციალურ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

რუსეთიდან ევროპაში გაზის და ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს ტრანსპორტირების შეწყვეტას, რადგან ეს მისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება და წუხილი გამოთქვა უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმების გამო.

„ჩვენ გვსურს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაგრძელება. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსული გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებით. სლოვაკეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ამ გზით დაზიანება მიუღებელია“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კმაყოფილება გამოხატა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პრორუსული პოზიციის და უკრაინასთან მიმართებით სლოვაკეთის „დამოუკიდებელი“ პოზიციასთან მიმართებით და ფიცოს უკრაინისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც თქვენ, თქვენი გუნდი და თქვენი მთავრობა ატარებთ“, - თქვა პუტინმა ფიცოს უკრაინის მიერ ნავთობსადენზე დარტყმის პასუხად სლოვაკეთიდან და სლოვაკეთის გავლით უკრაინაში ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში მეზობლების მეშვეობით მნიშვნელოვან მოცულობის ენერგორესურსებს იღებს. შეუჩერეთ მათ გაზის მიწოდება, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მიდის, შეუჩერეთ ელექტროენერგიის მიწოდება და ისინი მაშინვე მიხვდებიან, რომ მათ ქცევას გარკვეული საზღვრები აქვს სხვა ადამიანების ინტერესების დარღვევის სფეროში“, - განაცხადა პუტინმა ფიცოსთან საუბრისას.