6-7 სექტემბერს, შოთას მხარე, სამცხე-ჯავახეთი გემო ფესტს უმასპინძლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ბორჯომის პარკში გაიმართება.

2 დღის განმავლობაში,  ბორჯომში, ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.  

ფესტივალში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობს, წარმოდგენილი იქნება 30-მდე მეწარმე. მზარეულებმა  გამოცდილ შეფ-მზარეულებთან გადამზადება უკვე გაიარეს. 

გემო ფესტის ფარგლებში, ბორჯომის პარკში,  კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი.

გემო ფესტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.