გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით გაიარა ესპანეთის წამყვანი სამედიცინო მზღვეველის, „ვილიარელის“ ოფიციალური სამომსახურებრო კომპანია ASISA-ს მეთვალყურეობით ჩატარებული სამედიცინო შემოწმება და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ესპანური გუნდის ფეხბურთელი გახდა.
გიორგი მიქაუტაძე, „ლიონიდან“ ესპანურ „ვილიარეალში“ 36 მილიონი ევროს (41 მილიონი აშშ დოლარის) სანაცვლოდ გადავიდა, - განაცხადა ფრანგულმა კლუბმა ორშაბათს, სატრანსფერო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე.
„ლიონის“ ცნობით, მთლიანი თანხა მოიცავს ხუთ მილიონ ევროს პოტენციური ბონუსების სახით. კონტრაქტი ექვსწლიანია მომავალი გაყიდვიდან მიღებული მოგების 10%-ის „ლიონისთვის“ დათმობას ითვალისწინებს.
24 წლის თავდამსხმელი ლიონში დაიბადა და მშობლიურ გუნდს „მეციდან“ გასული წლის ივლისში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც გერმანიაში, ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შთამბეჭდავი თამაში აჩვენა - წერს France24 და დასძენს, რომ მიქაუტაძემ გასულ სეზონში „ლიონის“ რიგებში ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა.
ლიგა 1-ის კლუბი დათანხმდა ფეხბურთელის გაყიდვას, რათა მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეემსუბუქებინა. მიქაუტაძის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაირკვა, რომ ვეტერანი შემტევი თილისმის, ალექსანდრე ლაკაზეტის გუნდიდან წასვლა და ახალგაზრდა ვარსკვლავის, რაიან ჩერკის, „მანჩესტერ სიტისთვის დათმობა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად საკნარისი არ იყო.
„ლიონი“ ივნისში ვალების გამო ლიგა 2-ში დაქვეითდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს სასჯელი გააუქმა და მას შემდეგ კლუბი ხელფასების შემცირების პარალელურად ცდილობს გაყიდვებიდან მეტი თანხის მოზიდვას.
„ლიონს“ გულდამძიმებული ვტოვებ“, - განუცხადა მიქაუტაძემ ლიოინელ გულშემატკივრებს კვირას, მარსელთან ანგარიშით 1:0 მოგებული საშინაო მატჩის შემდეგ, რომელშიც ის არ მონაწილეობდა.
„მინდოდა აქ ისტორიაში შევსულიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. საფეხბურთო კლუბი და მთლიანად ინსტიტუცია უნდა იყო პირველ ადგილზე“.
მიქაუტაძე „ვილიარეალს“ შეუერთდა, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და მისი ტრანსფერი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იქნება - ესპანეთში ამ ზაფხულს მხოლოდ მადრიდულმა კლუბებმა - „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ გადაიხადეს ფეხბურთელში უფრო დიდი თანხა, - წერს France24.