შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქალბატონების ჩართულობის მნიშვნელობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა. მზად ვარ მოვისმინო თქვენი საჭიროებები და ერთად ვიმუშაოთ იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომლებიც მეწარმე ქალბატონებს ხშირად ხვდებათ – იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ ახალი იდეების განხორციელების მხარდაჭერა“ – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, იმ სოციალურ პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია ოჯახების გაძლიერებისა და მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ახალი სახლების მშენებლობის და მათთვის საოჯახო ტექნიკის შეძენის პროგრამები.
დისკუსიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მთავარი აქცენტი გააკეთა ქალის როლსა და შესაძლებლობებზე, ასევე იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მათ იდეებსა და ინიციატივებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა კომპოზიტორ ზაზა კილასონიას კლასიკური მუსიკის კონცერტი.