დასრულდა ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობის ფინალური შეხვედრა ქალთა შორის.
ყაზახეთის წარმომადგენელმა ელენა რიბაკინამ სამ სეტში 6:4, 5:7, 6:2 სძლია ბოლო ორი წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულ ბელარუსის წარმომადგენელ არინა საბალენკას და კარიერაში მესამედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი.
ელენა რიბაკინას დღემდე უიმბლდონი (2022) და ავსტრალიის ღია პირველობა (2026) და ჰქონდა მოგებული, არინა საბალენკას კი ორჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (2023,2024) და ორჯერ ამერიკის ღია პირველობა (2024,2025).
ელენა რიბაკინა და არინა საბალენკა ერთმანეთს დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით მეთვრამეტედ შეხვდნენ. რიბაკინას რვა გამარჯვება აქვს, თუმცა, შვიდი ფინალური შეხვედრიდან მან ხუთი მოიგო, მათ შორის ორჯერ დიდი სლემის ტურნირის ფინალში (ავსტრალია 2026 და ამერიკა 2026). საბალენკას რიბაკინასთან ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალი (2023) აქვს მოგებული.
ამჟამად, პროფესიონალ ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო რეიტინგის სათავეში ელენა რიბაკინაა, არინა საბალენკა კი მეორე ადგილზეა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




