ესპანეთის ქალაქ ლინარესში გრძელდება ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი.
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა მესამე ტურში უკრაინის ნაკრები დაამარცხა.
საქართველო - უკრაინა 2,5:1,5
ნინო ბაციაშვილი 1- 0 ანა უშენინა
იულია ოსმაკი 0,5-0,5 ლელა ჯავახიშვილი
ბელა ხოტენაშვილი 0,5-0,5 ნატალია ჯუკოვა
ანასტასია ჰნატიშინი 0,5-0,5 მერი არაბიძე
ამავე ჯგუფში ჩინეთის ინდოეთის შეხვედრა 2:2 დასრულდა, უზბეკეთმა კი 3:1 მოუგო საფრანგეთს.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ექვსი ქულა აქვს, ჩინეთს - ხუთი ქულა, ინდოეთს - სამი ქულა, უკრაინას და უზბეკეთს კი ორ-ორი ქულა. საფრანგეთს ჯერ ქულა არა აქვს.
A ჯგუფში ფიდეს ეგიდით მოასპარეზე რუსეთი ექვსი ქულით ლიდერობს. აშშ-ს და ყაზახეთს ოთხ-ოთხი, აზერბაიჯანს და ესპანეთს კი ორ-ორი ქულა აქვთ.პერუს ნაკრებს ჯერ არცერთი ქულა არ აქვს.




