ბუნდესლიგაში მესამე ტურის შეხვედრები დასრულდა.

მესამე ტურში „ლაიფციგმა" სახლში „უნიონ ბერლინს" ვერ მოუგო, „ბაიერნმა" კი გასვლაზე 124 წლიანი ისტორიის მქონე, მაგრამ 1963 წელს დაარსებულ ბუნდესლიგში პირველად მოასპარეზე „ჰოლშტაინი" გაანადგურა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ჰარი კეინმა ექვსიდან სამი გოლი გაიტანა და ოთხი გატანილი ბურთით ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში.

„ლაიფციგი" - „უნიონ ბერლინი" 0:0

„ჰოლშტაინი" - „ბაიერნი" 1:6(0:4)


„ბორუსია" დორტმუნდი - „ჰაიდენჰაიმი" 4:2(3:1)


„ჰოფენჰაიმი" - „ბაიერი" 1:4(1:2)


„ფრაიბურგი" - „ბოხუმი" 2:1(0:1)

„ვოლფსბურგი" - „აინტრახტი" 1:2(0:1)

„ბორუსია" მენხენგლადბახი - „შტუტგარტი" 1:3(1:1)