საგანმანათლებლო სივრცეების კეთილმოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ქალაქის, ისე სოფლის სკოლებში.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, სოფელ ილემის და კვალითის საჯარო სკოლებში, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთბის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, საჯარო სკოლებში მოეწყო თანამედროვე სპორტული მოედნები, განახლდა სასკოლო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის ღობეებს, დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
" ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოსწავლეს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა", აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ








