უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოში უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.




