დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელიც ბავშვის მშობელმა გაავრცელა და გადაღებული იყო არასრულწლოვანი როგორ მართავდა ავტომანქანას. ფაქტით იყო აღტაცებული და აღნიშნავდა, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ისწავლა მართვა და ატარებდა კარგად.
მშობლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს და სხვა ადამიანებსაც აყენებდა საფრთხის წინაშე. რის გამო ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდნენ რეაგირებას.
თუმცა, იყვნენ ადამიანები რომლებიც ბავშვს აქებდნენ და მშობელსაც აქებდნენ არასრულწლოვანის წესდებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე მოახდინა მყისიერი რეაგირება, გამოავლინეს პირი, რომელმაც ბავშვს მისცა მანქანის მართვის უფლება და დააჯარიმეს.









