საქართველოს სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, არენა 2-ში სპორტულ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „ოფენ თბილისი“ ჩატარდა.
შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველ დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენებმა იასპარეზეს, დღეს კი ტურნირი უმცროსი კარატისტების ასპარეზობით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.
„ოფენ თბილისი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ნაკრების წევრი კარატისტებისთვის, რომლებიც თვის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ჩვენი ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო ბარათი 4 სპორტსმენს, ცოტნე სორდიას, მერაბ გელაშვილს, მარიამ ვასაძესა და ლიზი ზვიადაურს აქვთ მოპოვებული.








