ამის შესახებ პარალიმპიელმა ანა ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "შუადღეში" საუბრისას განაცხადა.

"პარასპორტსმენს უწევს ორმაგი ბარიერების გადალახვა. მიხარია, პარასპორტის ნაკრები ახერხებს, რომ საზოგადოებას დაუმსხვრიოს მცდარი სტერეოტიპები. რაც შეეხება ბავშვებს და მშობლებს, მათ მოვუწოდებ, რომ აუცილებლად ჩართონ თავიანთი შვილები სპორტში. სპორტი ჩემი აზრით, არის საუკეთესო გზა, რომ მენტალური წნეხი მოიშოროს ადამიანმა".