დღეს,ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი
შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე გამოსული 5 ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავიდან ხვალ ორი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ორი კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
55 კგ წონაში ვახტანგ ლოლუა ოქროს მედლისთვის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს ემინ საფერშაევს შეხვდება.
77 კგ წონაში რამაზ ზოიძეს ოქროს სომეხი მალხაზ ამოიანი შეეცილება.
63 კგ წონაში რეპეშაჟის ფინალში მოხვედრილი ფრიდონ აბულაძე ბრინჯაოს მედლისთვის თურქ კერემ კამალთან იჭიდავებს.
130 კგ წონითი კატეგორის რეპეშაჟის ნახევარფინალში სულხან ბუიძის მეტოქე უკრაინელი ვიშნევსკი იქნება. მასთან გამარჯვების შემთხვევაში ბუიძე ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ბექა კანდელაკს შეხვდება.
ამ წონაში ფინალში სულხან ბუიძესთან 1:1-ზე გამარჯვებული უნგრელი დარიუს ატილა ვიტეკის მეტოქე ფინალში თურქი რიზა კაილაპი იქნება. თურქი მოჭიდავე ევროპის ცამეტგზის ჩემპიონის წოდების და ლეგენდარული ალექსანდრ კარელინის რეკორდის დამხობას შეეცდება.
87 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ლაშა გობაძე მედლისთვის ასპარეზობას გამოეთიშა.




