ეგვიპტეში მიმდინარე 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში პირველი მედალი მოიპოვა.

95 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შეჯიბრებაზე გოგა ჯაჯვანმა ატაცში  167 კგ დასძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში გოგა ჯაჯვანი 200 კგ-ით მცირე ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ორჭიდის ჯამში გოგა ჯაჯვანმა 367კგ-ით მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს პირველი დიდი მედალი მოუტანა.