ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და პროდიუსერი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა.

გიორგი ლაფერაშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბოლო დროს კლინიკაში, კომურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას", - აღნიშნულია ტელეკომპანია "ფორმულას" Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"აიპრესი" უსამძიმრებს ჩვენი კოლეგის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.