ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N7 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა ქსელი იცვლება. საერთო ჯამში, განახლდება 280 გრძივი მეტრი გაყვანილობა. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება ასფალტის საფარს დააგებს. პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 101 576 ლარია გათვალისწინებული.