„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის თებერვალში საქართველოში წარმოებული იყო 859,482 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 15,9%-ით ნაკლებია წინა წლის თებერვალში წარმოებულთან (1,021.952 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2025 წლის თებერვლის განმავლობაში იმპორტირებული იყო 388,082 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (172,791 მლნ კვტსთ) 124,6%-ით მეტია.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 99,7% (208,867 მლნ კვტსთ) და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (53,146+13,138=66,284 მლნ კვტსთ) 96,1% (63,725 მლნ კვტსთ) მოიხმარა.

იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსეთი წილი (209,482 მლნ კვტსთ) შეადგენს 54%-ს, აზერბაიჯანის წილი (131,8 მლნ კვტსთ) 34%-ს, სომხეთის (46,799 მლნ კვტსთ) კი 12%-ს.

სულ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული იყო 1,783021 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 18,2%-ით ნაკლებია წინა წლის თებერვალში წარმოებულთან (2,196854 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2025 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში იმპორტირებული იყო 722,631 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (332,918 მლნ კვტსთ) 117,1%-ით მეტია.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 99,7% (397,842 მლნ კვტსთ) და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (94,351+25,440=119,79 მლნ კვტსთ) 95,5% (114,458 მლნ კვტსთ) მოიხმარა.

იმპორტირებულ ელექტროენერგიაში (722,631 მლნ კვტსთ) რუსეთი წილი (399,177 მლნ კვტსთ) შეადგენს 55,2%-ს, აზერბაიჯანის წილი (276,653 მლნ კვტსთ) 38,3%-ს, სომხეთის (46,799 მლნ კვტსთ) კი 6,5%-ს.