ვაკის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჯერად, წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ნუცუბიძის N221-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. 

სამუშაოებისას რამდენიმე კორპუსის მილები და ჭები იცვლება, რეაბილიტირებულ პერიმეტრებზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. წყალარინების ქსელის განახლების პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" ახორციელებს. 

წყალარინების ქსელების განახლების სამუშაოების ჯამური ღირებულება 223 000 ლარია. 

მიმდინარე პროცესს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.