გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფულდაში, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სპორტში, სადაც საქართველოს სამჭიდელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი 2011"-ის სამი სპორტსმენი - ლუკა პატარაია, ირაკლი დავითაია, თემურ აბსარიძე. მწვრთნელი - ლევან გორგოძე. კლუბის მენეჯერი/მწვრთნელი - დავით გულუა.
ათლეტებმა თავიანთ ასაკობრივ და წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს და სამშობლოში უმაღლესი სინჯის მედლებით დაბრუნდნენ:
74 კგ (13-15 წლამდე) I ადგილი - ლუკა პატარაია (ამოწევა 120 კგ; წოლჭიმი 70 კგ; ორჭიდის ჯამი 190 კგ);
83 კგ (20-23 წლამდე) I ადგილი - ირაკლი დავითაია (ამოწევა 210 კგ);
90 (ღია ასაკობრივი კატ.) I ადგილი - თემურ აბსარიძე (ამოწევა 240 კგ; წოლჭიმი 160 კგ; ორჭიდის ჯამი 400 კგ).
აღსანიშნავია, რომ ძალისმიერი სამჭიდის კლუბი "ფაზისი-2011"-ის წევრი ლუკა პატარაია, როგორც კლუბის, ასევე ტურნირის ყველაზე პატარა ასაკის მონაწილე გახლდათ. მსგავსი საერთაშორისო სტატუსის შეჯიბრება პირველი იყო მის სპორტულ კარიერაში.