18 მარტი, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა. ეს დღე მთელ მსოფლიოში 2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების გადამუშავების შესახებ და მოგვიწოდებს ნარჩენების მართვის თანამედროვე და მდგრადი მოდელების დანერგვისკენ.

ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის - Smart4Rural" ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

პროექტის გუნდმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან და ქალაქში მდებარე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე არის დღე ჩვენი სამყაროსთვის, მეტი ფიქრისთვის და მოქმედებისთვის, ეს არის დღე ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის.