უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მხარს უჭერს.
აღნიშნულის შესახებ ორბანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ჩემმა შეხვედრებმა საფრანგეთში დაადასტურა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უთანხმოება გვაქვს მშვიდობის პირობებზე, ვთანხმდებით, რომ უნდა გავაძლიეროთ ევროპული ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები. ამ ძალისხმევამ უნდა გააფართოოს წევრი ქვეყნების შესაძლებლობები და არა – ბრიუსელელი ბიუროკრატების“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შეხვდა. მანამდე მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ევროპელი პარტნიორებისთვის ფრანგული ბირთვული იარაღის გაზიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
თარგმანი: პირველი არხი