ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ის, რომ საუბრობენ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რით შევავსებთ, უნდა გვითხრან ჩვენ, არ ინერვიულოთ, ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, რომ მე გპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.