მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებისმოყვარე ერი, რომელსაც შეუძლია ერთი მობილიზებით, უდიდესი სიხარული მიანიჭოს ერთმანეთს,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მოგება და ეს ფინალი, რომელიც აგებული იყო უდიდეს პატრიოტიზმზე, უდიდეს სპორტულ ჟინზე, უდიდეს სიყვარულზე ფეხბურთის, სპორტის მიმართ - ეს არ იყო კლასიკური ფეხბურთი, ეს იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა. ყოველთვის არსებობდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც განსხვავდებოდა თავისი შემოქმედებით, კრეატიულობით და თავისი გამარჯვების ჟინითაც, რაც ახლა მივიღეთ, ეს არის უდიდესი ბედნიერება ჩემთვის, ქვეყნისთვის. გაკვირვებული დავრჩი, რომ ჩემი მეგობრები უცხოეთში, ბიზნესმენები, მეგონა, რომ ფეხბურთს არ უყურებდნენ, რომ დამთავრდა თამაში, დილამდე რომელი ქვეყანა არ დაგისახელოთ, რომ უყურებენ ფეხბურთს და როგორი პატივისცემით იხსენიებდნენ ჩვენს ქვეყანას - ყურადღება გამახვილებულია, რომ დებიუტანტები ასეთი ჟინით, საერთოდ რა წარმოდგენა, რაც ჩვენს ქვეყანაზე ჰქონდა, დადებითი, შეიცვალა და დაინახა, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებისმოყვარე ერი, რომელსაც შეუძლია ერთი მობილიზებით უდიდესი სიხარული მიანიჭოს ერთმანეთს. ზუსტად ეს გამარჯვება და სამშობლოს სიყვარული უნდა აერთიანებდეს ერთმანეთს“, - ამბობს თემურ ჭყონია.