საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BMGtv-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ რუსულ ბაზარზე მოხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩვენს რაიმე სახის ბიზნესურთიერთობას ამ ქვეყანასთან.

თემურ ჭყონიამ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კომპანიამ რუსეთში რვავე ქარხანა დახურა და ასევე დაიხურა „მაკდონალდსის“ ათასზე მეტი რესტორანი, რაც მისი თქმით, „ვაჟკაცურ ნაბიჯია“.  

„ჩვენ მიერ გამოშვებული „კოკა-კოლას“ მოხვედრა რუსეთის დახლზე შესაძლებელია. ამის უამრავი გზა არსებობს; რუსეთის ბაზარს რომ გადახედავ, ნახავ, რომ იაპონური „კოკა-კოლა“ არსებობს, არაბული, ირანული… მთელი მსოფლიო ამ ცარიელ ბაზარს ყველა მიმართულებიდან დააცხრა… თავად ეს პროდუქტი იმდენად მოთხოვნადია, რომ ცდილობენ, ყველა გზით რაღაცნაირად შეიტანონ რუსეთში, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური სახე ანუ ეს არის არა ბიზნესი და ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ვაჭრობა, არამედ ეს არის კონტრაბანდა".

„არ ვამბობ, რომ არ არის, თუმცა ის, რომ ამ ბიზნესში ჩართულნი ვიყოთ და საქართველოდან რუსეთში „კოკა-კოლა“ გავყიდოთ, ეს საკითხი არც კი განიხილება და, სხვათა შორის, არც არავის მოუმართავს ჩვენთვის ოფიციალურად“.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი