რაც მოვისმინე, კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს, - განაცხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

„კარგი მოსასმენი იყო, როგორ განხორციელდება, მომავალი გვიჩვენებს. განათლება რეფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნოლოგი პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის. ტექნოლოგიები არსებობს, ქარხნები არსებობს, მაგრამ ბალანსი დარღვეულია“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.