ნიდერლანდებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

პირველი ეგზიტპოლების თანახმად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში რობ ჯეტენის  „დემოკრატები 66“ (სოციალურ-ლიბერალური, პროევროპული პარტია) და ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ (PVV) ლიდერობენ.

მესამე ადგილზეა „ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD), მეოთხეზე „მემარცხენე მწვანეები - შრომის პარტია“ (Groenlinks/PvdA), მეხუთზე ანრი ბონტენბალის ცენტრისტულმა CDA („ქრისტიანულ-დემოკრატიული მოწოდება“).  

არსებული მონაცემების თანახმად, 9 მანდატი მიიღო კონსერვატიული ლიბერალების პარტიამ. 6 კი ულტრამემარჯვენე პარტიამ „ფორუმი დემოკრატიისთვის“. ამ უკანასკნელმა (ერთადერთმა საპარლამენტო პარტიამ, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და ურთიერთობის ნორმალიზაციას ითხოვს) წინა არჩევნებთან შედარებით დეპუტატების რაოდენობა გააორმაგა.


ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ნიდერლანდების მთავრობის მეთაური 38 წლის რობი ჟეტენი გახდეს და იყოს ნიდერლანდების ისტორიაში პირველი ღია გეი პრემიერ-მინისტრი.