თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ხვალ, 11 სექტემბერს, 20:30 საათზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნება. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7x7 ფორმატით იმართება და წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს.

ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი. ხვალ, ჩემპიონატის გახსნის შემდეგ, თბილისის მერიის გუნდი ესპანეთის გუნდს შეხვდება.