იუსტიციის სამინისტროს განცხადება
2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. - ნათქვამია სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს დაკავებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაზიანება მიაყენეს
სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ომბუდსმენის რწმუნებული იმყოფებოდა N8 ციხეში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 22 სექტემბრის გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირია დაკავებული
16 ოქტომბერს დააკავეს ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი.
17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში ვატო ყიფიანი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა და დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 - ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მომზადებას გულისხმობს.
ვატო ყიფიანი ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დააკავეს თუმცა, იგი ბრალს არ აღიარებდა.
2020 წლის 30 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.










