22 სექტემბერს დაკავებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ადვოკატის პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაზიანება მიაყენეს. ხოლო მისმა ძმამ ვენები გადაიჭრა
"დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ.
მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები. ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“ - განაცხადა დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა.
სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ომბუდსმენის რწმუნებული იმყოფებოდა N8 ციხეში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 22 სექტემბრის გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირია დაკავებული
16 ოქტომბერს დააკავეს ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი.
17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ვახტანგ ჟვანიას(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში ვატო ყიფიანი საქართველოში ექსტრადირებულ იქნა და დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 - ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში მომზადებას გულისხმობს.
ვატო ყიფიანი ტყუპი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე დააკავეს თუმცა, იგი ბრალს არ აღიარებდა.
2020 წლის 30 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.








