5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე გამოჩნდა.

როგორც ერთ-ერთი გაუჩინარებული გოგიტა ფარჯიანი "მთავარ არხთან" აცხადებს: "კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით. ვიარეთ ხუთი დღე,  ტელეფონი დაგვიჯდა." 

ცნობისთვის, 2024 წლის 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს იინფორმაცოს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

"ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები.

სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო აღებულია ჟურნალისტ ლაშა ბერულავას "ფეისბუკ" გვერდიდან.