შემოდგომიდან Silk TV-ის მენიუში სამი ახალი არხი გაჩნდება: Silk Universal, Silk Kids და Silk Documentary. ამის შესახებ ინფორმაციას "სილქნეტი" ავრცელებს.
"Silk Universal - არხი მთელი ოჯახისათვის - უკვე გაშვებულია სატესტო რეჟიმში. ამ არხზე მაყურებელი იხილავს როგორც სპორტულ გადაცემებს, ისე პოპულარულ ფილმებსა და სერიალებს. ხოლო სექტემბრიდან არხს დაემატება საბავშვო კონტენტიც.
Silk Kids - არხი ბავშვებისთვის - სექტემბრის ბოლოდან გაეშვება და დატვირთული იქნება ანიმაციური ფილმებით, რომელსაც კომპანია შეიძენს მსოფლიოს წამყვანი სტუდიებისგან. აღსანიშნავია, რომ არხზე მულტფილმები ქართულ ენაზე გახმოვანებული გავა, თუმცა შესაძლებელი იქნება ენის ამორჩევაც.
Silk Documentary - შემეცნებითი არხი ასევე სექტემბრის ბოლოდან იმაუწყებლებს და მისი პროგრამირება აგებული იქნება ისეთი არხების პროდუქციით, როგორიცაა Discovery და National Geographic. დოკუმენტური ფილმები და გადაცემები ქართულად იქნება გახმოვანებული, თუმცა აქაც შესაძლებელი იქნება ენის ამორჩევა",-აღნიშნულია "სილქნეტის" მიერ გავერცელებულ განცხადებაში.