საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზეც.

„საქართველოს დღე იყო, კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. თქვენ ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი ხართ და ყველასთვის ხართ ანგარიშგასაწევი ძალა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.