სერბეთის მედიის ცნობით, გუშინ საღამოს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეები პოლიცია დაესხნენ თავს და ცეცხლის წაკიდება სცადეს ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობისთვის, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.

გუშინდელი ანტისამთავრობო აქციის მიზეზი, ორგანიზატორების განმარტებით, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მიერ პოლიციის გამოძახება, მათი დახმარებით და რამდენიმე პროფესორთან ერთად შენობაში შესვლა, იქიდან შენობის პროტესტანტების გამოძევება და შენობაში დარჩენა გახდა. აქციის ორგანიზატორებმა სტუდენტებს მხარდამჭერებს ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვის სტრაჟილოვსკის ქუჩის და მეფე ლაზარის ბულვარის კვეთის ადგილთან, სადაც ერთ მხარეს სპორტის და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის შენობაა, მეორე მხერეს საუნივერსიტეტო კამპუსი და იქვე ახლოს, ფილოსოფიის ფაკულტეტი, რომლის წინაც უკვე რვა დღე და ღამე პოლიციის კორდონია.  

ზუსტად 19:00 საათზე პროტესტის მონაწილეებმა, რომელთა შორის ნოვი-სადის მიმდებარე ქალაქებში მცხოვრებლები, აგრეთვე ევროპის ქვეყნებიდან მათ და დღეს დაგეგმილ ლგბტ მიტინგის მონაწილეთა მხარდასაჭერად ჩასული პირებიც იმყოფებოდნენ, ქუჩა გადაკეტეს და ორგანოზატორებმა სიტყვით გამოსვლები დაიწყეს.

დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათთვის ცნობილი გახდა მომიტინგეთა ფილოსოფიის ფაკულტეტისა და სპორტისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის შენობებთან განლაგებულ პოლიციაზე თავდასხმის განზრახვის შესახებ და ყველას თავშეკავების კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ყველა შეკრებილ პირს, პატივი სცენ კანონს და არ შეუტიონ პოლიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების დასაცავად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად“ - განაცხადებდა, მედიის ცნობით,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

რეპორტიორთა მიერ რედაქციებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციის არაერთჯერად გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია. მათი ცნობით, თავდაპირველად მათ შენობებთან ნიღბიანი, პირზე შარფაფარებული და ჩაფხუტიანმა ხალხმა იმატა და მალე შეტაკება მოხდა. ამასთან, შეტაკების მაპროვოცირებელი მხარის შესახებ ოპოზიციური და სამთავრობო მედიების ურთიერთსაპირისპიროა.  ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, სამთავრობო მედიის მტკიცებით კი, პოლიცია 12 წუთის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ქვებს უშენდნენ, ცეცხლმოკიდებულ საგნებს ესროდნენ და შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდნენ. თავს იკავებდა საპასუხო ზომების მიღებისკენ.

დაახლოებით 22:00 საათისთვის პოლიციამ მომიტინგეების დაშლა შეძლო და მალე, სერბეთის ტელევიზიით გამოსულმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ისაუბრა სერბეთის მოძულე ყველაზე საშინელ ნაძირალებზე, მათ შორის ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრზე, რომლებიც, მისი თქმით, ნოვი-სადში სერბეთის განადგურების მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

მიმიტინგეთა შორის იყვნენ ადამიანები, ნიღბიანები და ჩაფხუტიანები,   რომლებსაც ნებისმიერ ფასად სურდათ ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის ხელში ჩაგდება, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიციამ თავისი საქმე ძალიან პროფესიონალურად შეასრულა.

მისი თქმით, გუშინ საღამოს სერბეთში გამართულ საპროტესტო აქციაში სულ 9380 კაცი მონაწილეობდა და აქედან 7020 - ნოვი-სადში.  

ძალადობის მომხრეები ვერასდროს ვერ დაამარცხებენ სერბეთს და მის სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც არ უნდა გააკეთონ. „ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ მშიშრებზე, ჩვეულებრივ ნაძირალებზე, რომლებიც თავს ესხმიან ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ანუ პოლიციელებზე“, - თქვა ვუჩიჩმა.

კვირას, მთელი სერბეთის მასშტაბით გაიმართება მიტინგები, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერი 120 000 ადამიანის ყოფნაა მოსალოდნელი, ამიტომ არაა საჭირო ძალადობაზე რეაგირება.  „ჩვენ არ დავუშვებთ სერბეთის ინსტიტუტების ნგრევას, განადგურებას, დაწვას“. სერბეთის სახელმწიფო ყველაზე ძლიერია დღესაც და იქნება ხვალაც და ყოველთვისაც, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

„და მათ, ვინც საზღვარგარეთიდან სერბეთის გასანადგურებლად ჩამოვიდა, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გავუწევთ, ვიდრე ეგონათ“, - მიმართა ვუჩიჩმა თავის აუდიტორიას და ამ კონტექსტში მან ახსენა ხორვატიისა და სლოვენიის, ერთობლივად პრიშტინასთან,  სამხედრო ალიანსი.  

ყველაფერი ამაოდ დასრულდა, 20 სექტემბერს, სამხედრო აღლუმზე, ისინი ნახავენ, რა ძალა აქვს სერბეთს. „ფერადი რევოლუციის“ ისტორია დასრულდა.