საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურთან ერთად, მატჩს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები.