ასეთი განცხადება სერბეთის სახალხო სკუპშინას სპიკერმა გუშინ საღამოს სოციალური ქსელით გაავრცელა.

განსაკუთრებით ფარისევლურია, რომ ნოვი-სადის ძალადობრივ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან ევროპარლამენტარები - დანიელი რასმუს ნორდკვისტი და ევროპის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე, ბერძენი ვულა ცეცი. ეს ადამიანები ყოველდღე გვიკითხავენ ჩვენ ლექციებს კანონის უზენაესობაზე, კანონის პატივისცემაზე და დემოკრატიაზე, თუმცა თავად იმყოფებიან არასანქცირებულ, არაკანონიერ მიტინგზე. ასეთი მიტინგი მათ ქვეყნებში ასევე აკრძალული იქნებოდა.

„ისინი არამხოლოდ მხარს უჭერენ,არამედ პირადად მონაწილეობენ უკანონო შეკრებებში სერბეთში!

განსაკუთრებით საინტერესოა, შეატყობინებენ თუ არა ისინი ბრიუსელს „ქუჩების და შენობების>  ბლოკირების მომხრეთა იმ სისატიკეს, რომელსაც მთელი სერბეთი დღეს საღამოს კვლავ ხედავს. ეს ის „მშვიდობიანი პროტესტებია“, რომლებზეც ისინი საუბრობენ და მხარს უჭერენ? თავდასხმები ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ცეცხლის წაკიდება დაწესებულებებზე, თავდასხმები პოლიციაზე? შეატყობინებენ თუ არა ისინი ამას ბრიუსელს? შეატყობინებენ თუ არა იმ „მშვიდობიან პროტესტებზე“, რომლებზეც ხალხი ნიღბებით, ჩაფხუტებით, ხელკეტებით, პიროტექნიკით, ქვებით იმყოფება? ყველაფერს, რაც აკრძალულია მათ ქვეყნებში - ზუსტად კანონის უზენაესობის გამო - ისინი მხარს უჭერენ სერბეთში“, წერს სერბეთის სახალხო სკუპშინას სპიკერი და დასძენს:

<მათთვის> „ყველაფერი დასაშვებია, სანამ მიზანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და სტაბილური სერბეთის დამხობაა. კმარა სიცრუე, სიმართლე - აშკარაა“.


ევროპის მწვანეთა პარტია თავის ოფიციალურ გვერდზე აქციის დაწყებამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:

ევროპის მწვანეთა პარტიის (EGP) მაღალი დონის დელეგაცია ბელგრადში იმყოფება, რათა სოლიდარობა გამოხატოს მწვანე მემარცხენე ფრონტისა და სერბეთის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მხრიდან რეპრესიების წინაშე დგას.

დელეგაციაში შედიან ევროპის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე ვულა ცეცი და კომიტეტის წევრი, ევროპარლამენტარი რასმუს ნორდკვისტი. ეროვნულ ასამბლეაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მწვანე მემარცხენე ფრონტის თანათავმჯდომარეებთან, ბილიანა ჯორჯევიჩთან და რადომირ ლაზოვიჩთან ერთად, ევროპის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ ვულა ცეციმ განაცხადა:

„სტუდენტების გამბედაობა ნამდვილად ისტორიულია. ბრიუსელისკენ მათმა მსვლელობამ სერბეთის ბრძოლა მთელი ევროპისთვის თვალსაჩინო გახადა. მათი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მხარს უჭერს სერბების დიდი უმრავლესობა, ნათელია: ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენს სერბულ პარტიასთან, მწვანე მემარცხენე ფრონტთან ერთად, ჩვენ ვამაყობთ იმ სტუდენტებით, რომლებიც ამ სამოქალაქო ენერგიას სერბეთის რეალურ დემოკრატიულ ალტერნატივად აქცევენ.

<მათ> ვუჩიჩის მთავრობამ რეპრესიებით, დაპატიმრებებითა და პოლიციის სისასტიკით უპასუხა. ის ასევე ცდილობს დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას. ის აძლიერებს თავის დამღუპველ ალიანსებს ალიანსებს ისეთ ავტოკრატებთან, როგორებიც არიან პუტინი, სი ძინპინი და კიმ ჩენ ინი და ცდილობს სერბეთი ევროპისგან ჩამოაშოროს. ვუჩიჩი სერბ ხალხს ღალატობს"

ვუჩიჩის პარტია, სერბეთის პროგრესუილი პარტია, ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებულ წევრად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს, აიღოს პასუხისმგებლობა, დაგმოს ვუჩიჩის ავტორიტარიზმი და დისტანცირება მოახდინოს მისი რეჟიმისგან. გარდა ამისა, ევროკომისიამ უნდა იმოქმედოს, როგორც კანონის უზენაესობის გარანტმა. ევროკავშირმა მტკიცედ უნდა მოითხოვოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის დასრულება და მოითხოვოს ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ევროპის პარლამენტარების დელეგაცია ნოვი სადში გაემგზავრება, რათა შეუერთდეს სტუდენტურ პროტესტს უნივერსიტეტის ავტონომიისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ დღეს საღამოს 19:00 საათზე.

შაბათს, 6 სექტემბერს, 16:00 საათზე, ევროპარლამენტარი და მწვანეთა პარტიის ევროპული კომიტეტის წევრი რასმუს ნორდკვისტი შეუერთდება მწვანე მემარცხენე ფრონტის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს ბელგრადის პრაიდზე.

რასმუს ნორდკვისტი: „პრაიდი არის პროტესტი და ბრძოლა თანაბარი უფლებებისთვის. დემოკრატია არ არის მხოლოდ ხმის მიცემის უფლება, არამედ არის თავისუფლება, დაცვა და თანასწორობა. სწორედ ამიტომ, ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა არის პანევროპული საკითხი, რომლითაც ჩვენ ერთად უნდა დავკავდეთ“. 


ცნობისთვის, ევროპელი მწვანეების ოფიციალურ ფესბუქ-გვერდზე 2024 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც სხვებთან ერთად საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეც იწონებს, ვკითხულობთ:

„მოდით, ნათლად ვთქვათ: შაბათის არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არ იყო.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, მშვიდობიანად გააპროტესტონ არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დარღვევებით იყო დაბინძურებული.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს თბილისს ეწვია, რათა მხარი დაუჭიროს თავის ავტოკრატ მეგობრებს. შესაძლოა, ის ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა, მაგრამ ორბანი ევროკავშირის სახელით არ საუბრობს!“