აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ,,რომაული ფესტივალი 2025’’ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში  მოეწყო რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. წარმოდგენილი იყო, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები.
მოეწყო   სხვადასხვა სახის ნაკეთობების, კერამიკული ნაწარმისა და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.  გაიმართა ტურნირი ,,გონიოს თასი’’, ორ სპორტულ სახეობაში: მშვილდოსნობასა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გაიმართა ბაზიერების შოუ, ,,გლადიატორების ორთაბრძოლა’’, რომაული ცეკვები  და ცხენოსნების საჩვენებელი გამოსვლა.

სტუმრებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველი სანახავი იყო ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი - ,,კლეოპატრას და ანტონიუსის სიყვარულის ისტორია’’.    

ფესტივალის ფარგლებში გონიოს ციხემ ბევრ ტურისტს უმასპინძლა.  


 ღონისძიების მიზანია გინიო-აფსაროსის ციხეში საუკუნეების წინანდელი ისტორიის გაცოცხლება.

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.