თელავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. პარაკლისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.
ღვთისმშობლის ეკლესიიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას სასულიერო პირებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.
"ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.
კახეთიდან, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, მთავრობის დადგენილებით, წელს, უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.