სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მრევლი და რიგითი მოქალაქეები ანდრია პირველწოდებულის ტაძართან შეიკრიბნენ. მათ აღმაშენებლის ქუჩაზე ლოცვითი მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობა ფოთის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სახელობის საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა ზეთისცხების რიტუალი შეასრულეს და შეკრებილებს სიყვარულისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდეს.
დღესასწაულის ბოლოს, საკათედრო ტაძარში სამღვდელოებამ პარაკლისი გადაიხადა.