შავი ზღვის ნაპირთან მდებარე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, სადაც დაახლოებით 45 სახეობის ფრინველი და ცხოველი ბინადრობს, დამთვალიერებლებისთვის 15 ივლისს გაიხსენება.
პარკის ბინადრები ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოობიექტივში მოხვდა. „აიპრესი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდან.       "ვგიჟდები ფლამინგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი ხანაც აფრიკაში... სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით... ამ პარკში არამარტო ფლამინგოები არამედ 45 სახეობის რამდენიმე ასეული ფრინველიც ბინადრობს 15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი... რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!" წერს ბადრი ვადაჭკორია "ფეისბუქში".