საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს.
"დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
მინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და წინსვლა ცხოვრების ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე.
მე იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის-საგარეჯო ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტი იქნება წარჩინებული მოსწავლეების საუკეთესო შედეგებით.
ჩვენც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ თქვენი შრომა სათანადოდ დავაფასოთ. გელოდებით, შევხვდებით!
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, მიგულეთ თქვენს სამსახურში, როგორც დიდი გულშემატკივარი!
- ნათქვამია გულიკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რეგისტრაცია გაიარა 39 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა